რემონტის შემდგომი დასუფთავება
ყველა მომსახურება

რემონტის შემდეგ

რემონტის შემდგომი დასუფთავება

რემონტი დასრულდა - ახლა ნამდვილი სამუშაო იწყება.

მომსახურების შესახებ

რას მოიცავს ჩვენი მომსახურება?

სპეციალიზებული დასუფთავება მშენებლობის ან რემონტის შემდეგ. ვაშორებთ სამშენებლო მტვერს, საღებავს, ცემენტს, სილიკონსა და გიფსს, რათა სივრცე საცხოვრებლად ან სამუშაოდ მზად დაგხვდეთ.

ფანჯრები - 8 ₾ / კვმ, მიმწვარი ლენტების მოცილება - 9 ₾ / ცალი, 3 და მეტი მეტრის სიმაღლე - 10 ₾ / ცალი.

სამშენებლო მტვრის სრული მოცილება

რემონტის შემდეგ მტვერი აღწევს ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც - კედლებზე, ჭერზე, კუთხეებსა და ნაპრალებში. ვიყენებთ მაღალი სიმძლავრის პროფესიონალურ მტვერსასრუტებს, რომლებიც ეფექტურად აშორებენ მტვერსა და ჰაერში გავრცელებულ მავნე ნაწილაკებს.

რთული ლაქებისა და სამშენებლო ნარჩენების უსაფრთხო მოცილება

სკოჩის, სილიკონის, ცემენტის, გიფსის, საღებავისა და სხვა სამშენებლო ნარჩენების მოცილება იატაკიდან, ფანჯრებიდან, კარებიდან და სხვა ზედაპირებიდან სპეციალური, უსაფრთხო და ეფექტური საწმენდი საშუალებებით.

ფანჯრებისა და ვიტრაჟების ორმხრივი რეცხვა

სამშენებლო მტვრის, ლაქებისა და სხვა დაბინძურების სრულად მოცილება მინებიდან, ჩარჩოებიდან და რაფებიდან, მათი იდეალურ სისუფთავემდე და ბზინვარებამდე.

კაფელ-მეტლახისა და სანტექნიკის ღრმა წმენდა

სააბაზანოსა და სამზარეულოში კაფელ-მეტლახის საფუძვლიანი წმენდა, ცემენტის, ზატირკისა და კირის ნადების მოცილება, ასევე სანტექნიკის სრული დეზინფექცია და გაპრიალება.

კარებების, პლინტუსებისა და ელექტროროზეტების დეტალური წმენდა

თითოეული დეტალის ხელით, საფუძვლიანი გაწმენდა სამშენებლო მტვრისა და ჭუჭყისგან.

იატაკის საფუძვლიანი რეცხვა

იატაკის მრავალჯერადი რეცხვა შესაბამისი პროფესიონალური ხსნარებით, ზედაპირის ტიპის (ლამინატი, პარკეტი, კერამოგრანიტი და სხვა) გათვალისწინებით.

„Master Cleaner“ უზრუნველყოფს რემონტის შემდეგ სივრცის სრულყოფილ დასუფთავებას, რათა თქვენ სრულიად სუფთა, უსაფრთხო და საცხოვრებლად ან სამუშაოდ მზად გარემო დაგხვდეთ.

პროცესი

როგორ მიმდინარეობს სამუშაო.

01

ობიექტის დათვალიერება

ვაფასებთ სამშენებლო დაბინძურების ტიპსა და მასშტაბს.

02

ნარჩენების გატანა

მსხვილი ნარჩენებისა და სამშენებლო მასალის მოცილება.

03

ქიმიური დამუშავება

სპეციალური საშუალებები საღებავის, ცემენტისა და სილიკონის მოსაშორებლად.

04

საბოლოო გაპრიალება

ყველა ზედაპირის, ფანჯრისა და იატაკის დასრულებითი გაპრიალება.

ვისთვის

ვის სჭირდება ეს მომსახურება?

  • 01მესაკუთრეები მშენებლობის ან რემონტის შემდეგ
  • 02დეველოპერები ბინების ჩაბარებისას
  • 03მოიჯარეები განახლებული ფართის მიღებისას
  • 04კომერციული ობიექტები მოწყობის შემდეგ

გალერეა

ჩვენი სამუშაო.

რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფოტო 1
რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფოტო 2
რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფოტო 3
რემონტის შემდგომი დასუფთავება - ფოტო 4

ფასი

გამჭვირვალე ფასი, სიურპრიზების გარეშე.

ღირებულება

6 ₾ / კვმ

ფანჯრები - 8 ₾ / კვმ, მიმწვარი ლენტების მოცილება - 9 ₾ / ცალი, 3 და მეტი მეტრის სიმაღლე - 10 ₾ / ცალი.

150 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის დასუფთავებისას აუცილებელია შემფასებელი მენეჯერის ვიზიტი.

სწრაფი ჯავშანი

დაგვიკავშირდით პირდაპირ - ყველაზე სწრაფი პასუხი WhatsApp-ზეა.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები ამ მომსახურებაზე.

დარეკვაWhatsApp