გენერალური დასუფთავება
ყველა მომსახურება

გენერალური

გენერალური დასუფთავება

ყოველი კუთხე, ყოველი ზედაპირი - უნაკლოდ.

მომსახურების შესახებ

რას მოიცავს ჩვენი მომსახურება?

სახლის ან ოფისის სრული, ოთახ-ოთახ დასუფთავება - მისაღები ოთახი, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. ვმუშაობთ პროფესიონალური ტექნიკითა და სერტიფიცირებული საწმენდი საშუალებებით.

ფანჯრების წმენდა - 6 ₾ / კვმ, ცხიმიანი ზედაპირების დამუშავება - 7 ₾ / კვმ.

მტვრისა და ჭუჭყის სრული მოცილება

მტვრის გაწმენდა ყველა ხელმისაწვდომი ზედაპირიდან - ავეჯი, თაროები, ტექნიკა - და რბილი ავეჯისა თუ ხალიჩების მტვერსასრუტით ღრმა წმენდა.

სამზარეულოს ცხიმისგან გათავისუფლება

სამუშაო ზედაპირების, გაზქურის, ღუმელისა და მიკროტალღური ღუმელის შიდა და გარე წმენდა, ფასადების გაწმენდა და გაპრიალება.

სველი წერტილების დეზინფექცია

კაფელ-მეტლახის ღრმა წმენდა, უნიტაზის, ბიდესა და ნიჟარის ქიმიური დამუშავება, საშხაპე კაბინის გათავისუფლება წყლისა და საპნის ნადებისგან.

საერთო სამუშაოები

ფანჯრების, რაფებისა და ჩარჩოების ორმხრივი რეცხვა, ჭაღებისა და სანათების გაწმენდა, პლინტუსების ხელით წმენდა და იატაკის რეცხვა პროფესიონალური ხსნარებით.

სრული ჩამონათვალი

ოთახ-ოთახ, დეტალურად.

მისაღები ოთახი და საძინებლები

  • მტვრის გაწმენდა ყველა ხელმისაწვდომი ზედაპირიდან (ავეჯი, თაროები, ტექნიკა).
  • რბილი ავეჯისა და ხალიჩების მტვერსასრუტით ღრმა წმენდა.
  • სარკეებისა და მინის ზედაპირების გაპრიალება.
  • კარებების, ჩამრთველებისა და ელექტროროზეტების გაწმენდა და დეზინფექცია.
  • საწოლის ქვეშ და ავეჯის მიღმა არსებული სივრცეების დასუფთავება.

სამზარეულო

  • სამუშაო ზედაპირების ცხიმისა და სხვა დაბინძურებისგან გაწმენდა.
  • გაზქურის, ღუმელისა და მიკროტალღური ღუმელის შიდა და გარე წმენდა.
  • მაცივრისა და ღუმელის ფასადების გაწმენდა და გაპრიალება.
  • ნიჟარისა და ონკანის დეზინფექცია, კირისა და ნადების მოცილება.
  • სამზარეულოს კარადების ფასადების გაწმენდა.

სააბაზანო და ტუალეტი

  • კაფელ-მეტლახის კედლების ღრმა წმენდა და დეზინფექცია.
  • უნიტაზის, ბიდესა და ნიჟარის საფუძვლიანი ქიმიური დამუშავება და დეზინფექცია.
  • საშხაპე კაბინის ან აბაზანის გაწმენდა წყლისა და საპნის ნადებისგან.
  • ონკანებისა და საშხაპე სისტემის გაპრიალება.
  • სავენტილაციო გისოსების მტვრისგან გაწმენდა.

საერთო სამუშაოები

  • ფანჯრების, რაფებისა და ჩარჩოების ორმხრივი რეცხვა.
  • ჭაღების, სანათებისა და ბრების მტვრისგან გაწმენდა.
  • პლინტუსების დეტალური ხელით წმენდა.
  • იატაკის რეცხვა პროფესიონალური საწმენდი ხსნარებით.
  • ნაგვის შეგროვება, გატანა და სანაგვე ურნების დეზინფექცია.

პროცესი

როგორ მიმდინარეობს სამუშაო.

01

შეფასება

ვაფასებთ სივრცეს და ვამზადებთ დასუფთავების ინდივიდუალურ გეგმას.

02

მომზადება

ტექნიკის განთავსება და ზედაპირის ტიპის შესაბამისი საშუალებების შერჩევა.

03

დასუფთავება

ოთახ-ოთახ, სისტემური მუშაობა პროფესიონალური მეთოდებით.

04

ხარისხის კონტროლი

საბოლოო შემოწმება - თითოეული ზედაპირი ჩვენს სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

ვისთვის

ვის სჭირდება ეს მომსახურება?

  • 01ბინებისა და კერძო სახლების მფლობელები
  • 02მოიჯარეები შესვლამდე ან გამოსვლისას
  • 03ოფისები და კომერციული სივრცეები
  • 04სეზონური, საფუძვლიანი განახლების მსურველები

გალერეა

ჩვენი სამუშაო.

გენერალური დასუფთავება - ფოტო 1
გენერალური დასუფთავება - ფოტო 2
გენერალური დასუფთავება - ფოტო 3
გენერალური დასუფთავება - ფოტო 4

ფასი

გამჭვირვალე ფასი, სიურპრიზების გარეშე.

ღირებულება

5 ₾ / კვმ

ფანჯრების წმენდა - 6 ₾ / კვმ, ცხიმიანი ზედაპირების დამუშავება - 7 ₾ / კვმ.

150 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის დასუფთავებისას აუცილებელია შემფასებელი მენეჯერის ვიზიტი.

სწრაფი ჯავშანი

დაგვიკავშირდით პირდაპირ - ყველაზე სწრაფი პასუხი WhatsApp-ზეა.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები ამ მომსახურებაზე.

დარეკვაWhatsApp